შინაარსზე გადასვლა

ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთის სამხრეთით, გორაკზე, სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (11 X 6,5 ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა . ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში ბრტყელი ზღუდარით გადახურული ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივპროფილიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. თაღის ქუსლთან მხოლოდ ჩრდილოეთის მარტივი იმპოსტებია შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7139